Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. მოვაწესრიგეთ ბლოგები დაპორტფოლიოები.გავეცანით
ფასილიტაციის ნიმუშებს. მოვისმინეთ პრეზენტაციები, რომლებიც ძალიან მრავალფე-
როვანი და საინტერესო იყო. ამით ჩვენი ტრენინგი დამთავრდა. ძალიან დიდი მადლო-
ბა ჩვენს ტრენერს-ქალბატონ ლალის!

Saturday, May 6, 2017

მერვე დღის რეფლექსია

შევასწორეთ და მოვაწესრიგეთ ,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი". მოვახდინეთ ნაშრომის შეფასების რუბრიკის ადაპტირება. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის
შევსებაზე:,,პროექტის მსვლელობა".

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ ,,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე", ინტერნეტიდან  ჩამოვტვირთეთ
საჭირო სურათები, შევქმენით ,,მოსწავლის პრეზენტაცია", ავტვირთეთ ბლოგზე
და გავასაჯაროვეთ. მივიღეთ დავალებები.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

 ტრენინგი დავიწყეთ გამოხმაურებების შემოწმებით. ვიმეცადინეთ განვლილ მასალაზე.
გავეცანით პრტეზენტაციებს საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გავეცანით  ,,გამოყენებული ლიტერატურის" შაბლონს. შევქმენით ახალი საქაღალდეები.

მეხუთე დღის რეფლექსია

ბლოგზე დავდეთ მიმართულების მიმცემი ძირითადი საკითხები. შევქმენით პორტფო
ლიო და გადმოვიტანეთ ბლოგზე. მოვახდინეთ კოლეგებთან უკუკავშირი.

Sunday, April 23, 2017

მიმართულების მიმცემი სკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა   -    როგორ ან რითი ვიკვებებით?

თემატური კითხვები:

 1.რატომ არის აუცილებელი სოფლის მეურნეობაში სასუქების  გამოყენება?
                                         
2.რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სასუქების
 გამოყენებას?

შინაარსობრივი კითხვები :
1.რომელი ძირითადი მკვებავი ელემენტები ესაჭიროება
  მცენარეს?
                                                 
2.რომელი მჟავას მარილებია ნიტრატები და ფოსფატები?
                                                 
3.რომელ ნიტრატებს ეწოდება გვარჯილები?

Saturday, April 22, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

    ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება, შევქმენით ახალი გვერდები,წარმოვად-
გინეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენით
პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და გავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების ანალიზი.
მოვახდინეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეჯამება.
    დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

Sunday, April 9, 2017

მესამე დღის რეფლექსია

        ვისაუბრეთ პროექტის იდეის,სასწავლო მიზნების შესახებ. ვიმუშავეთ სასწავლო
პროექტის შაბლონის შევსებაზე. შევადგინეთ სამუშაო კალენდარი.

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:
1.მოიპოვონ ინფორმაცია, რომელი ძირითადი მკვებავი ელემენტები ესაჭიროება    მცენარეს;   
 2.რომელი ორგანული და მინერალური სასუქები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში
 3.როგორ გამოითვლება მკვებავი ელემენტების შემცველობა ამა თუ იმ მინერალურ სასუქში;   
4.სოფლის მცხოვრებლებთან გასაუბრებით გამოიკვლევენ, რომელ სასუქებს იყენებენ ჩვენს სოფელში;
 5.მოიპოვებენ ინფორმაციას რა დოზებით უნდა იქნას გამოყენებული ესა თუ ის სასუქი და რა შეიძლება                               
    გამოიწვიოს მათმა ჭარბმა გამოყენებამ;
 6.შედეგებს წარმოადგენენ ცხრილების, სიებისა და დიაგრამების სახით. შემდეგ მოახდენენ მათ ანალიზს
    და შექმნიან შესაბამის საინფორმაციო გზამკვლევს, რომელსაც დაარიგებენ მოსახლეობაში.

    

პროექტის იდეა

  სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის ამაღლებისათვის საჭირო გახდა ნიადაგის განოყიერება მასში
მკვებავი ელემენტების შეტანით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ორგანული და მინერალური
(აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მათი გამოყენების
დადებითი და უარყოფითი მხარეების გარკვევას, გააკეთებენ შესაბამის გზამკვლევს და დაურიგებენ სოფლის მოსახლეობას.